22:57 - 10 Dec, 2019
2019-12-02 19:49:11, 795 ნახვა

სამართალი/
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს:

ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

აქვე, ადმინისტრაცია  აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics