23:09 - 10 Dec, 2019
2019-12-02 19:36:11, 381 ნახვა

საზოგადოება/
„რამდენს ბედავ?!“ – „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები დღეს მცხეთაში, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებზე მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ პარტიულ აქტივს უპირისპირებს, რათა სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია შექმნას.

„დღეს, მცხეთაში, სამოქალაქო აქტივისტებს ოცნების დაქირავებული ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ!

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ის გვიპირისპირებს პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია.

სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა!

ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს!

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებასა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მმართველი გუნდის ოფისთან ათობით სამართალდამცველია მობილიზებული.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics