2019-12-02 18:40:23, 393 ნახვა
საზოგადოება/ ხოშტარია „გაბედეს“ წევრებზე: პოლიციამ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ბავშვები და მას შემდეგ მივიდა, როცა კარგად სცემეს
![]() „პოლიციამ პირდაპირ მერიის თანამშრომლების ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები და მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია მცხეთაში, ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებას. მისი შეფასებით, ეს არის სახელწიფოს ძალადობრივი, მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ. „მოძალადე მონები, ამ შემთხვევაში ხუნდაძის სახით, იმიტომ, რომ ებღაუჭებიან ძალაუფლებას, წავიდნენ პირდაპირ ძალადობაზე. ახალგაზრდებს მიუქსიეს მერიის თანამშრომლები და სასტიკად გაუსწორდნენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ახალგაზრდა და "გაბედეს" წევრი და ასევე სხვა ახალგაზრდები "გაბედედან" რჩებიან დღეს საავადმყოფოში იმიტომ, რომ ტვინის შერყევა აქვთ, სასტიკად არიან ნაცემები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, მათი მონაყოლიდან პირდაპირ ჩანს, პოლიციამ პირდაპირ მათ ხახაში ჩააგდო ეს ბავშვები. მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც კარგად სცემეს ბავშვები, ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი მიზანმიმართული ოპერაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ იქნა გადაყვანილი.
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
|