23:16 - 10 Dec, 2019
2019-12-02 17:31:24, 379 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის ორგანიზებით, ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით, თბილისში თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი" რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია იმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნა, აღნიშნულ კონფერენციას პირველად მასპინძლობს.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. გამოსვლის დასაწყისში, კახაბერ კუჭავამ, საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის 20 წლიანი პერიოდი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად საქართველოს არჩევა, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამასთანავე, დიდი პატივიცაა და შესაბამისად, საქართველო მზადაა ევროპის საბჭოს საქმიანობაში თავისი წვლილი შეიტანოს და ორგანიზაციის მუშაობა კიდევ მრავალფეროვანი გახადოს. რაც შეეხება რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციის თემატიკას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ყოველთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს და სხვადასხვა ქვეყანას, ამ კუთხით, განსხვავებული მიდგომები და მექანიზმები აქვს შემუშავებული. შესაბამისად, კახაბერ კუჭავას მოსაზრებით, აღნიშნული კონფერენციის გამართვა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ღონისძიების მონაწილეები საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნობიან და ერთმანეთს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ. „საარჩევნო პროცესების მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიზანს თავისუფალი და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული არჩევნების ჩატარება წარმოადგენს. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა და მათ შორის არის ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მარი-ქრისტინ დალოზი მიესალმა. მომხსენებელმა საარჩევნო პროცესებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ერთობლივ მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია საკანონმდებლო ფორმატით, საპარლამენტო ასამბლეა კი სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში, საარჩევნო პროცესებში მუდმივად ჩართულია და ამ კუთხით, აღნიშულ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ. ფრანგი კანონმდებელი საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სხვადასხვა ფორმით ხდება, შედეგი მაინც ერთია, ეს არის - არადემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ფინანსური რესურსების არამიზნობრივად ხარჯვა და არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება.

ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ექსპერტებთან არსებულ თანამშრომლობებზე ისაუბრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ. მისი განცხადებით, საარჩევნო თემატიკასთან მიმართებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მისივე თქმით, წარმომადგენლობის ერთ-ერთ მისიას კანონმდებლობის დახვეწა, არსებული გამოწვევების დაძლევის მხარდაჭერა და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობა წარმოადგენს.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია სესიების ფორმატში გაგრძელდა. პირველი სესია, რომელიც საერთაშორისო ტექსტების და პრაქტიკის განხილვას დაეთმო, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის ხელმძღვანელობით წარიმართა.

„არჩევნების თემატიკა, რა თქმა უნდა, აქტუალურია ზოგადად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს, რომ არჩვენები იყოს მაქსმალურად სამართლიან, დემოკრატიულ, თანასწორ, გარემოში ჩატარებული. ეს არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოყავს დემოკრატია. არჩევნები ქმნის სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას და ზოგადად თუ როგორ ტარდება არჩევნები, ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ერთგვარად მაჩვენებელია იმისა თუ დემოკრატიის როგორი  ხარისხია  ამ სახელმწიფოში. ამიტომ ცხადია, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ცდილობენ სწორედ სამართლიან, თანასწორ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს არჩვენები. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც არჩვენების დროს დგება ხოლმე ხელისუფლების წინაშე, ეს არის სწორედ ის თემა, რომელზეც თბილისის კონფერენცია ტარდება, ეს არის -  ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ბრძოლა ამის წინააღმდეგ. ასეთი ცდუნების წინაშე როგორც წესი ხელისუფლებები დგება, თუმცა ხელისუფლება თავად უნდა შეეცადოს, რომ სხვა და სხვა გზით  გამორიცხოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, ეს იქნება კანონმდებლობაში  შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, თუ ასე შემგომ. ამიტომ თემატიკა არის ძალიან საინტერესო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება არჩევნებზე ზედამხედველობის და დაკვირვების, ამიტომ ცხადია ჩვენ დღეს მოვისმენთ ბევრ საინტერესო რეკომენდაციას ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რეგიონულ კონფერენციაზე, ღონისძიების მონაწილეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა, ასევე სომხეთის პარლამენტის წევრებმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა სესიაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები წარმოადგინეს და თემატური დისკუსიები გამართეს.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 2-3 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" იმუშავებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics