22:42 - 10 Dec, 2019
2019-12-02 16:45:34, 749 ნახვა

სამართალი/
პროკურორი გიორგი მიქავა: 16 მილიონ 664 ლარი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა ბრალდების ყველა ძირეული საკითხი და გარდა ამისა,ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის კუთვნილი თანხების- საუბარია 16 მილიონ 664 ათასი დოლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადი თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”- ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერანაირი, ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი სხვა პოზიცია ვერ მოისმინა, რომელიც უარყოფდა ან გააბათილებდა ბრალდების მხარის და აღნიშნული ბრალდების ძირითად საკითხებს.

 “რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდაო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარი არის 16 მილიონ 664 ათას დოლარზე, აღნიშნული თანხები აღნიშნულმა პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომელთაც მათ ერთი წლით ადრე, ერთი წლის წინ , 2007 წელს გაიზარდეს აქტივები თიბისი ბანკში”- განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოცემული პერიოდისთვის, როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით, 6% აქციისა, შემდგომში გაუხდათ 35-36 % აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს თიბისი ბანკში.

 “თუმცა, ამაზე როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე უდაოდ დასტურდება , რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით აღვნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი , რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასატურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს , რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”, აღნიშნა პროკურორმა.

ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics