10:33 - 28 Jan, 2020
2019-12-02 15:53:11, 685 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე: იმ მეთოდებით, რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საქართველოს მომავალი არ გააჩნია

„ივანიშვილის რუსული მენტალობით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია“,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბაკის“ საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის საქართველოდან წასვლაა.

„გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიაზროს და დატოვოს ქვეყანა. მისი რუსული მენტალობით, იმ მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია. ამიტომ ვიდრე ქვეყანა შევიდა ღრმა კრიზისსა და დაპირისპირებაში, მას აქვს შანსი, ეს ყველაფერი აირიდოს. ის ზღაპრები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუდან და ის გაუგონარი ფანტაზია, რომელიც არაფერში არ ეტევა, ამ ფანტაზიასთან ერთად უნდა გაემგზავროს ამ ქვეყნიდან. ვისითაც გვაშინებს იმას ელაპარაკოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ დაგვანებოს თავი. ჩვენ ავაშენებთ ახალ ქვეყანას. შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყანა იქნება წარმატებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება
სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics