23:31 - 10 Dec, 2019
2019-12-02 15:36:35, 424 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაპირისპირებაა - ვიდეო

მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირებაა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც პარლამენტის წევრის და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის  ოლქია, ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ. აქტივისტებმა ხუნდაძეს ღალატის ნიშნად 41 ვერცხლის მონეტა მიუტანეს.

„კორდონი დაგვახვედრეს, ეს ახლა რას ნიშნავს გარდა იმისა, რომ იწვევს დაპირისპირებას ხალხს შორის. ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ შევხვდეთ ხუნდაძეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ივანიშვილის პირადი ექიმი და ახლა შეიქმნა ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს აღუდგა ივანიშვილს და ითხოვს მაჟორიტარულს.  კითხვები დაგვიგროვდა და მოვედი ამ ადამიანთან, მოვიტანეთ 41 ვერცხლი იმის ნიშნად, რომ ამ ადამიანებმა ქვეყანა გაყიდეს 41 ვერცხლად და დღეს "ქართულ ოცნებას" რაც კრავს ერთ გუნდად, არც არის ეს გუნდი, რაც კრავს ერთ რაღაცა დაჯგუფებად ეს არის ანგარება და ანგარება უნდა დასრულდეს საქართველოში, ანგარებიანი პოლიტიკოსები უნდა წავიდნენ. მოვედით აქ ახალგაზრდები, გულწრფელები, რომ მიგვეღო კითხვებზე პასუხები და ასეთი სიტუაცია დაგვახვედრეს“,- ამის შესახებ მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ნათელაშვილმა.

დეპუტატის ბიუროსთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics