22:08 - 10 Dec, 2019
2019-12-02 14:43:32, 470 ნახვა

პოლიტიკა
„წლის საუკეთესო მონა“ - სამოქალაქო აქტივისტები „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ ირაკლი კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ

„მონა“, „პროპორციული დაიდოს“ , „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“ , - ამ შეძახილებით შეხვდნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები.

დემონსტრანტებმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს, რის გამოც კობახიძეს შენობაში შესვლა სამართალდამცველების დახმარებით მოუწია.

ირაკლი კობახიძე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. კონფერენციაზე საარჩევნო თემატიკაზე მსჯელობენ.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ირაკლი კობახიძეს კვლავ დაელოდებიან და „სირცხვილის კორიდორითვე“ გააცილებენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics