15:31 - 11 Dec, 2019
2019-12-02 13:10:45, 730 ნახვა

სამართალი/
ბადრი ჯაფარიძე: ვერ იარსებებს მტიცებულება, რადგან ასეთი რამ, რაშიც ცილს გვწამებენ არ მომხდარა

„არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც და ვერც იარსებებს, რადგან ასეთი რამ, არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ“,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა არის პრივატიზირებული ივანიშვილის მიერ და ეს უნდა შეიცვალოს, რათა ქეყანას ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა.

„პროკურატურა, სამწუხაროდ, არის პრივატიზებული ივანიშვილის მიერ. არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც. ვერ იარსებებს ბუნებაში, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ. ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა და ეს გრძელდება.

ასე, რომ ძალიან ადვილი არის ამის დანახვა, ამის მხილებას ჩვენ გავაგრძელებთ. ეს ჩვენ ვერ გაგვაჩეერებს, რომ შევცვალოთ ეს ვითრება ჩვენს ქვეყანაში, შევცვალოთ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით, იმიტომ, რომ ის რაც გააკეთა ივანიშვილმა, პრაქტიკულად ისედაც პოლიტიკურად დაქვემდებარებული პროკურატურა გადააქცია პირად პროკურატურად, ეს უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანა ჰქონდეს მომავალი განვითარების პერსპექტივა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობას.

გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics