23:45 - 10 Dec, 2019
2019-12-02 12:31:57, 341 ნახვა

საზოგადოება/
ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, შეუძლია დატოვოს ქვეყანა

„ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით და შეუძლია დატოვოს ქვეყანა“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება.

მისი თქმით, ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანა ნორმალური  განვითარების გზას დაადგება.

„გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი.  ეს ბილეთი არის „აეროფლოტის“,  გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. მინდა ვუთხრამას, რომ ეს არ არის 35 ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნეს კლასის ბილეთი. იმიტომ რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთით მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა. ამის შემდეგ ქვეყანა დაადგება ნორმალური განვითარების გზას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics