22:44 - 10 Dec, 2019
2019-12-02 12:42:20, 843 ნახვა

კომენტარი/
უგულავა მელიაზე: ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა, შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების

„როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა, შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების“,- ამის შესახებ,  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მელიას პარლამენტიდან გაძევება უნდათ და მორიგ ჯერზე უფლებამოსილებას შეუჩერებენ.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ, ალბათ მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა და შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების.  იმიტომ, რომ მოქმედი დეპუტატის და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება ასეთ ვითარებაში პირდაპირ დიქტატურის გაფორმებაა, მაგრამ ვირეშმაკა რაის ვირეშმაკაა, რომ ვირეშმაკული გადაწყვეტილება არ მიეღო. ეს გადაწყვეტილება, რაც მელიასთან დაკავშირებით მიიღეს ტოვებს იმ სივრცეს, რომ აი ის პირანიები, რომლებიც ერთხელ შეიკრიბნენ და 92-მა კაცმა ჰკა მაგას რომ დასძახეს და ციხეში, რომ გაუშვეს ანალოგიურად შეუძლიათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც ჩანს, ეს კომფორტი ივანიშვილმა თავის უმრავლესობას მისცა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდრეკილება აქვთ ბრეჟნევიადასკენ, უნდათ, რომ  თავის თავს მარტო ელაპარაკონ, მარტო ჩაიკეტონ, არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდეს, აი ასე ხბოს აღტაცებით ატარონ, თურმე დღეს ბიურო ჰქონიათ. რაც არ უნდა დაიმალონ, რაც არ უნდა ადამიანებს არ დაენახონ, რაც არ უნდა ღობეები აღმართონ ხალხის ხმას და რისხვას მაინც ვერ გაექცევიან“,-განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics