15:37 - 11 Dec, 2019
2019-11-29 19:24:14, 1801 ნახვა

რეგიონი/
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო წელი ახალ კამპუსში დაიწყო

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წელი ახალ კამპუსში დაიწყო.

ახალი კამპუსი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „მედინას“ ტერიტორიაზე მოეწყო.

კამპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics