22:48 - 10 Dec, 2019
2019-11-27 15:43:17, 3684 ნახვა

მსოფლიო/
სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l'homme"-ის გაჩერებაზე მოხდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქ. სტრასბურგის მერის მოადგილემ, და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.

პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l'homme"-იდან „République"-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics