2019-11-22 16:54:50, 4124 ნახვა
სამხედრო/ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი
![]() „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დევიდ ნორქვისტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
(NS)
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
|