14:45 - 11 Dec, 2019
2019-11-22 12:03:36, 3670 ნახვა

სამხედრო/
ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო გემი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო" შემოვიდა.

დახვედრის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე,  საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

,,სასიხარულოა, რომ საქართველო-საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, რეგულარულად იმართება ფრანგული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები. ჩვენ ვაფასებთ ამ გზით გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

ბოლო პერიოდში ხშირად ვმასპინძლობთ როგორც ნატოს გემებს,  ასევე პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ფლოტის ხომალდებს. ეს მიუთითებს იმ ინტერესსა და მხარდაჭერაზე, რომელიც  გვაქვს პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის რეფორმების,  ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics