13:59 - 08 Dec, 2019
2019-11-19 23:01:27, 1276 ნახვა

სამართალი/
დაკავებულმა აქტივისტებმა სასამართლო სხდომაზე ჰიმნი შეასრულეს - ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის მიმდინარეობისას, აქტივისტი გიგა მაქარაშვილის სასამართლოსადმი მიმართვის დროს სხვა დაკავებულმა აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შესრულეს.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ლევან კაჭარავს, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის და დავით მჟავანაძის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც, რუსთაველის გამზირიდან სასამართლოში გადაინაცვლეს. ადგილზე არიან დეპუტატები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე.
ცოტახსნის წინ სასამართლოში მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრო ნაზი ჯანეზშვილიც, რომელსაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა უნდოდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics