15:04 - 08 Dec, 2019
2019-11-19 22:08:58, 798 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე არ უნდა ვყოფილიყავი

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

"ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე არ უნდა ვყოფილიყავი, არ მეკუთვნოდა დასწრება და ამით ვარ ძალიან გახარებული. ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის, იმ პროცესების, მერე ვყოფილიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ამ ფორმით უნდა შესულიყო პარლამენტის შენობაში და მჯდარიყო ბოუროს სხდომაზე და გაეგრძელებინა მუშაობა ისე, ვითომ არაფერი",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ქვეყანაში დაამძიმებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას და ამაზე პასუხისმგებელი ის ადამიანები იქნებიან, ვინც ამის ჩაგდების ინიციატორი და შემსრულებელი იყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics