15:16 - 08 Dec, 2019
2019-11-19 20:05:14, 816 ნახვა

კომენტარი/
დიღმელაშვილი - ორშაბათს აქ იქნება დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ დაშალოთ

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორშაბათს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება.

როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, აქციის დროს პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ იგეგმება.

„შეიძლება გუშინ არ დაგვიმარცხებიხარ ბიძინა ივანიშვილო, მაგრამ შენ თვითონ დამარცხდი. შეიძლება ჩვენ არ ვიყავით გამარჯვებულები, მაგრამ შენ იყავი დამარცხებული.  პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ეგრედ წოდებული გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს (გერმანული მოდელით) აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ხომ დაგვშალეთ გუშინ, ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სესია არ შედგება სამშაბათს. ისევ ჩვენი დროით19:00 საათზე, ორშაბათს, იქნება დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც თავისი ბიზნესებისთვის და ფულისთვის არიან იქ, მოუნდებათ პარლამენტში შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა, როგორც გაგვწიეს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics