14:32 - 08 Dec, 2019
2019-11-19 19:15:24, 492 ნახვა

სამართალი/
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალდების დადგენილება მას მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გააცნეს.

როგორც საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების დადგენილების ასლი არ ჩაიბარეს, თუმცა მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ბრალი წარდგენილად ითვლება.

„მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ვიყავით უკვე შემოსული ბრალდების წარსადგენად, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი და ბატონი ვახტანგ იაშვილი არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ოთახში ბრალდების წარსადგენად, შესაბამისად არ ჩაიბარეს ბრალდების დადგენილების შესახებ ასლი და ასევე უარი განაცხდეს ამის თაობაზე შედგნილ ოქმზე ხელის მოწერაზე. რაც შეეხება ბატონ ვახტანგ იაშვილს, ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ არ აწერდა ოქმს ხელს. საერთოდ თუ არც ოქმს აწერდა ხელს და არც ბრალდების დადგენილებას იბარებდა, რა აზრი ჰქონდა მის აქ შემოსვლას. მან განაცხადა, რომ ის და ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შეთანხმდნენ და აქედან გამომდინარე ვერანაირ დოკუმენტზე ვერ მოაწერდა ხელს. შესაბამისად, თუ მეკითხებით, წარვუდგინეთ თუ არა ბრალდება, გეტყვით, რომ მოცემული პროცედურა უკვე ითვლება ბრალის წარდგენად. ფაქტი, რომ ჩვენ ბრალდების წარსადგენად შემოვდეით, დადასტურებულია, ხოლო ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა ბრალდების დადგენილებას, ან ხელს მოაწერს თუ არა, ეს არის მისი უფლება. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ვერანაირ დოკუმენტზე ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და შს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის  მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

უწყების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება იხილეთ აქ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics