04:27 - 08 Dec, 2019
2019-11-19 18:03:18, 659 ნახვა

კომენტარი/
ოქრიაშვილი: პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის, დებილები ყველგან არიან

„პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის, დებილები ყველგან არიან, მათ შორის ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რომ მოსახლეობაში მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კვლევა ჩავატაროთ 99% ვერ გვიპასუხებს, რადგან ვერ ერკვევიან.

„დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რით განსხვავდება და რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა არის ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის  99% ვერ გვიპასუხებს იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. ამიტომ, გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე სისტემის მოსახლეობას და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. მე ვიცი, რომ მათ შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის. დებილები ყველგან მინახავს, მათ შორის ჟურნალისტებშიც ბევრი დებილია და პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებეთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics