20:19 - 08 Dec, 2019
2019-11-19 17:40:09, 341 ნახვა

კომენტარი/
ნიკა მელია: ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, რაც აქვთ, ეს უბრალოდ სავარძლის პროცენტებია

„რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია და ტრადიციულად, როდესაც სოციოლოგიური კვლევა ტარდება, რაღაცა პროცენტი ყოველთვის გეწერება, იმიტომ, რომ ეს არის სავარძლის პროცენტი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხში ხელისუფლების რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა, ამიტომ ისინი მართვის სადავეებს რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოშორდნენ.

"ხალხში იგრძნობა ის, რომ დრამატულად ეცემა და მცირდება ხელისუფლების რეიტინგი. მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი კი არ შექმნა ხელისუფლებამ, არამედ ეკონომიკური, სოციალური კრიზისიც. ბუნებრივია, რომ რეიტინგი არ აქვთ. რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია და ტრადიციულად როდესაც სოციოლოგიური კვლევა ტარდება, რაღაცა პროცენი ყოველთვის გეწერება, იმიტომ, რომ ეს არის სავარძლის პროცენტი. ისინი დამარცხებულები არიან, ჩვენი ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics