05:21 - 08 Dec, 2019
2019-11-19 15:38:53, 360 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში

„პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში, რომ თუ შეკრება-მანიფესტციია გასცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს, ამაზე იქნება რეაგირება“, - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელშიც გახარიამ 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მინიმალურად, კანონის დაცვით ჩაერივნენ პროესში.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში, ეს არის კანონის მიერი პასუხი, რომ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება არის დაცული და თუ ის გასცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს და მიიღებს უკანონო ხასიათს, რისი მცდელობაც იყო გუშინ, ამაზე იქნება გათვალისწინებული რეაგირება. ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა და ეს წერია კანონმდებლობაში.

ამ ყველაფრის ობიექტური შეფასება არის ის, რომ შსს-მ, მთავრობამ, შს მინისტრმა და პოლიციამ შეძლეს გუშინ მინიმალური ჩარევით და კანონის სრული დაცვით მოეხდინათ მანიფესტაციის პროცესში კანონიერი ჩარევა, ვინაიდან იყო მცდელობა მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics