14:56 - 08 Dec, 2019
2019-11-19 15:13:39, 401 ნახვა

პოლიტიკა
მელია: გახარიამ ენას კბილი დააჭიროს, მან რუსთაველზე უმანკო სისხლი დაღვარა

„ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც 18 ნოებრის აქციის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

„ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება. გიორგი გახარიამ ენას კბილი უნდა დააჭიროს, ის არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს დაემუქროს და ძალიან კარგად უნდა გაიგოს, ის არის ადამიანი, რომელმაც უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები ამოთხარა ხალხს და ამოუგლიჯა ხორცი ადამიანებს, როგორ ბედავს საერთოდ რამის თქმას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციზე, სადაც აქციის წევრებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონო აქციად მას შემდეგ გადაიქცა, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ადამიანებს პარლამენტის ბლოკირებისკენ მოუწოდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics