04:52 - 08 Dec, 2019
2019-11-19 14:14:03, 393 ნახვა

საზოგადოება/
ნოდარ რუხაძე: გუშინ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოგვიწვია და დაგველოდოს

„ერთადერთი და მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენ ბრძოლის ბოლო ეტაპზე ვართ და აქ არავინ არ აპირებს გაჩერებას“,- ამის შესახებ „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ გუშინ აქციის დარბევა შეძლო, მაგრამ პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენი აქციები გაგრძელდება , როგორც იცით, გუშინ საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ საქართველოს მონა დეპუტატებს შესძლებოდათ პარლამენტის შენობაში შესვლა, მათ გამოიყენეს სპეციალური დანიშნულების რაზმის უპრეცედენტო რაოდენობა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დაერბიათ უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები და მათ ეს გამოუვიდათ, რადგან ჩვენ მათ დავხვდით აწული ხელებით. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ერთადერთი და მთავარი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის ბოლო ფაზაში და უნდა დაგველოდოს ბიძინა ივანიშვილი. პირიქით, დღეს საღამოს 19:00-ზე,მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პირდაპირ, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით ყველანი და კიდევ ერთხელ ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ არჩევნებს, რაც შეეხება პიკეტირებას, ყველაფერი გაგრძელდება“,- განაცხადა რუხაძემ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics