14:15 - 08 Dec, 2019
2019-11-13 16:31:38, 248 ნახვა

„ივანიშვილი თავის პარტნიორებთანაც ვაჭრობს, მაგრამ სასწორზე რა მოთხოვნა დადო, კაცმა არ იცის“ - ნიკა მელია

„ბიძინა ივანიშვილი თავის პარტნიორებთანაც ვაჭრობს, მაგრამ სასწორზე რა მოთხოვნა დადო, კაცმა არ იცის! გამოჩნდება უახლოეს პერიოდში“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თვლის, თუ პარლამენტი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კენჭს არ უყრის, უკან დასახევი გზა აღარ დარჩება და საზოგადოება გარეთ უნდა გამოვიდეს:

„ქართული ოცნების“ წიაღში, დეპუტაციაში 25 დეპუტატი ერთბაშად გამოდგა და ბიძინა ივანიშვილს ყურს არ უდგებს? - არავითარ შემთხვევაში! ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში, როლები აქვთ გადანაწილებული, აქვთ მომზადებული გეგმა, როგორ ჩააგდონ ეს ინიციატივა, ჩვენ ამ გეგმას უნდა დავუპირისპიროთ კონტრგეგმა, მშვიდობიანად გამოვიდეთ ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არ დავამარცხოთ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს, რადგან ამაზე დიდი შეურაცხყოფა სულში, რასაც ის ადამიანი აკეთებს, არ შეიძლება, თანაც დამცინავი მანერით, რომ თითქოს ხუნდაძე არის დაუოკებელი ადამიანი და გავლენა არა აქვს მას ხუნდაძეზე! სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს, დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობს, ვისთან ვაჭრობს სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ მის პარტნიორებთანაც ვაჭრობს და სასწორზე რა მოთხოვნა დაუდო, კაცმა არ იცის! გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს შედეგი, - შესრულდეს ის დანაპირები, რომელიც ხორცხშესხმული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ გუშინ. არ შესრულდება? - უკან დასახევი აღარავის გვაქვს და მე პირადად, პარლამენტის ერთი დეპუტატი ვიქნები კატეგორიული წინააღმდეგი მხოლოდ საუბრისა. ყველას ყელში ამოუვიდა პოლიტიკოსების გაუთავებელი საუბარი, რომელიც შედეგზე ორიენტირებული არ არის, ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს რომ მიხვდე, ქუჩაში გასვლა და იქიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ძალის დანახვება არ არის ცოდვა, მკრეხელობა, არ არის დანაშაული, მათ შორის პოლიტიკური, ცოტა უფრო ერთსულოვნები რომ ვყოფილიყავით, ამასაც ვერ გაბედავდნენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, დეპუტატი პასუხობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რაღა ეს ინიციატიცა არ ჩავარდეს:

„ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს ინიციატივა არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის ერთიანი საარჩევნო პროპორვიული სისტემა, მაგრამ ივანიშვილი არ ფიქრობს ასე. როგორც საღად მოაზროვნე ნაწილს არ გვეგონა, რომ გახარიას, იმ მოვლენების შემდგომ, პრემიერ-მინისტრად დანიშნავდნენ, ხომ გააკეთეს? გააკეთეს იმიტომ, რომ შიგნით ვჭამდით ერთმანეთს. მივიღეთ კიდევ მეტი სითავხედე. ამიტომ, უკან დახევა არ იქნება, შემირცვენია ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამ თავხედობას საკადრისად არ უპასუხებს და აქ პოლიტიკოსი მეცნიერი, პედიატრი, სტუდენტი, ერთად დადგება!“ - განაცხადა ნიკა მელიამ.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics