13:59 - 08 Dec, 2019
2019-11-12 12:02:21, 4198 ნახვა

სხვადასხვა/
გოგი გვახარია - კომბლეებმა ფაქტიურად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში აბსოლუტური სიმართლეა

კინოს კრიტიკოსი და ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია, ფილმს "და ჩვენ ვიცეკვებთ" ეხმაურება და ამბობს, რომ  ფილმის ავტორმა დაგვანახა, რომ ის, რაც ხდება ეკრანზე, ხდება ქუჩაშიც. კომბლეებმა ფაქტიურად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” აბსოლუტური სიმართლეა.

"დღეს შემხვდა მოსაზრება, რომ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ცეკვა მხოლოდ ფონი და დეკორაციაა. არადა მაგ ფილმის მთავარი ღირსება ”მიზეზ-შედეგობრივი კავშირია” და ფილმის ფინალურ ეპიზოდში, მერაბის ცეკვა ავტორის მთავარ სათქმელს გამოხატავს.
ინგა გრიგოლია ს გადაცემაში სანდრო ბრეგაძემ ვიქტორინა მოუწყო წამყვანს და იაგო ხვიჩიას, აბა მითხარით, რა არის ვაჟკაცობაო, გეიები ომში არ მიდიანო და ა.შ
მაგ სცენაში რასაც მერაბი აკეთებს არის სწორედ ომში წასვლა და ვაჟკაცობა. ჩემი აზრით, ყველაზე ძნელი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს არის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მთავარი საკუთრება არც შენი სახლი, არც შენი ოჯახი, ქონება და რა ვიცი კიდევ რა, მთავარი საკუთრება შენი ცხოვრებაა, შენი უნიკალურობა, რომელიც ღმერთმა თუ ბუნებამ გაჩუქა და რომელსაც პატარა ადამიანები, დამფრთხალები და შეშინებულები, ყველა მხრიდან ებრძვიან -მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც. მერაბი ამ ცეკვაში მთავარ წინააღმდეგობას გადალახავს და თავაწეული იმარჯვებს იმათზე (და იმაზე) ვინც ამის საშუალებას არ აძლევდა. ქართულ ცეკვაში (ალბათ სხვა ხალხის ცეკვებშიც) მართლაც არის ეს თემა - გადალახვის, განთავისუფლების, ხელახლა დაბადების თემა, რომელიც შესანიშნავად ჯდება ფილმის სიუჟეტში
ლევან აკინის ფილმს არერთი ნაკლი აქვს. ვფიქრობ უფრო სოლიდური ბიუჯეტით უფრო მეტის თქმა იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ როდესაც ბნელეთთან გაქვს საქმე, როდესაც ქორეოგრაფიც კი გთხოვს მისი გვარი ტიტრებში არ ახსენონ, რადგან ეშინია უსიამოვნებების, ჭირს იმაზე უკეთესის გაკეთება, რაც გაკეთდა.
ახლა როდესაც ფილმის არალეგალური ვერსია გავრცელდა ნეტში, კინოთეატრებში აკინის ფილმს მაყურებელი მოაკლდება და ამან შეიძლება მართლა იმოქმედოს მის შემდგომ ბედზე. მაგრამ არა მგონია მნიშვნელოვანი იყოს ეს ამბავი. წარმატება უკვე მიღწეულია. ფილმის ავტორმა დაგვანახა, რომ ის, რაც ხდება ეკრანზე, ხდება ქუჩაშიც. კომბლეებმა ფაქტიურად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” აბსოლუტური სიმართლეა.
ახლა მაინტეერსებს არა ამ ფილმის მომავალი, არამედ ის, თუ რას გადაიღებს ლევან აკინი ხვალ. შეძლებს თუ არა იმ სიმაღლის შენარჩუნებას, რომელიც დაიპყრო ამ ფილმში." - წერს გოგი გვახარია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics