08:39 - 09 Dec, 2019
2019-11-09 01:54:16, 7305 ნახვა

საზოგადოება/
ფილმი And Then We Danced ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა

რადიკალური დაჯგუფების მცდელობების მიუხედავად, ფილმი And Then We Danced ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა. 

კინოთეატრ ამირანში მაყურებელი ფილმის დასასრულს ტაშითა ოვაციებით შეხვდა. პირველი ჩვენება, "კავეას" ოთხივე კინოთეატრში, ასევე "ამირანსა" ბათუმში "აპოლოში" 19:30 საათზე დაიწყო. ყველა კინოთეატრი მაყურებლით იყო გავსებული. 

მეორე ჩვენება 22:00 საათზე გაიმართა და ასევე ანშლაგით დასრულდა ექვსივე კინოთეატრში. კინო „ამირანი“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფილმის მოწინააღმდეგების ყველაზე მეტი რაოდენობაა შეკრებილი, მაყურებლებმა უსაფრთხოდ დატოვეს. შესვლა და გამოსვლა მხოლოდ პოლიციის კორდონით იყო შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ფილმის დაწყებამდე და სეანსის განმავლობაში უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული, ჩვენების დასრულების შემდეგ კი პოლიციამ ისინი უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფილმის პრემიერის ჩაშლა სცადეს, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა თავის არეში ქვა ჩაარტყა. გარდა ამისა, აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით, პოლიციამ 11 პირი დააკავა.

And Then We danced-თან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ ფილმში გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაა ასახული. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ, დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას“. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქოც, თუმცა, მოქალაქეებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics