08:52 - 09 Dec, 2019
2019-11-08 20:27:43, 1658 ნახვა

კომენტარი/
ვოლსკი „ამირანთან“ მიმდინარე მოვლენებზე: არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია - ტრაგედიას ნუ შევქმნით

„არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია, სადაც საზოგადოების აზრთა სვადასხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი - ტრაგედიას ნუ შევქმნით“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, საწინააღმდეგო აზრის დაძლევა, რომელიც საზოგადოების ერთ ჯგუფს გააჩნია, სწავლით და განათლებით არის შესაძლებელი.

„ჩემი პირადი ემოციური დამოკიდებულება სხვა არის, მაგრამ ვალდებულება არის თემა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვასრულებდე ჩემი ქვეყნის წინაშე. არავის ეგონოს რომ საქართველო გამონაკლისია, სადაც საზოგადოების აზრთა სვადასხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი. ასე რომ ტრაგედიას ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს კანონი და ამ კანონის დაცვით ვფასდებით ჩვენ მომავალ თაობაში. ჩვენი მოქმედებები მომავალი თაობისთვის უნდა იყოს სამაგალითო, სწავლით, განათლებით არის შესაძლებელი საწინააღმდეგო აზრის დაძლევა, რომელიც გააჩნია საზოგადოების ერთ ჯგუფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაადგება ცუდი დღე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბერძენიშვილმა ადგილზე სიტუაცია გაამწვავა.

ცალმხრივად არ შეიძლება განხილვა. დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია შემებრძოლოს და შემეკრინოსო, მისგანაც ეს საუბარი შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს შეურაცყოფად. ყველა, ვისაც პოლიტიკაზე აქვს პრეტენზია, უნა ეცადოს კი არ გაამწვავოს, პირიქით შეარბილოს არსებული ვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics