08:59 - 09 Dec, 2019
2019-11-08 19:07:52, 488 ნახვა

საზოგადოება/
ფილარმონიასთან ლგბტ დროშა დაწვეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

როგორც მათ აღნიშნეს, ამ ფორმით ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენება გააპროტესტეს.

„საქართველოში ყველანაირ სიბილწეს უნდა აღვუდგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგეს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ. აღნიშნულის გამო, ყველა კინო-თეატრთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია განლაგებული, რომლებსაც რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა აქვთ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics