03:29 - 22 Nov, 2019
2019-11-08 18:46:52, 1439 ნახვა
ლევან ვასაძე - ბიძინა, თუ გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, გამოდი და დაგვიდექი გვერდში

„მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ შენ მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით“, - ამ სიტყვებით ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. 

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, გამოხატოს ეროვნული პოზიცია და არ უგულვებელყოს ქართველი ხალხის აღშფოთება: 

„მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, თუ შენ მართლა გეშინია, ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. გელოდებით აქ, ქართველი ხალხი და ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრიც, შენი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაგვანახეთ, რომ არ უგუვებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას, ამ საშინელი ფილმით და არ ემსახურებით სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც ჩვენ გვანადგურებს“, - განაცხადა ვასაძემ.  

ამ დროისათვის, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ვერის პარკში არიან შეკრებილი. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics