03:23 - 22 Nov, 2019
2019-11-08 16:13:13, 338 ნახვა
საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პოლიციის მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დაანონსებას ძალადობრივი ჯგუფების მუქარა მოჰყვა.

ისინი აცხადებენ, რომ კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ, რათა ფილმის პრემიერა ჩაიშალოს.

პრემიერასთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებეს და სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს აღკვეთს.

ამ დროისთვის კინოთეატრ ამირანთან, სადაც „ქართული მარშის“ წევრები და მათი თანამოაზრეები იკრიბებიან, ათობით პოლიციელია მობილიზებული. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტობუსი დგას, სადაც პოლიციის დამატებითი ჯგუფები იმყოფებიან. ამასთან, სამართალდამცველებს ადგილზე მიტანილი აქვთ რეზინის ხელკეტები და სპეციალური აღჭურვილობა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics