15:59 - 18 Nov, 2019
2019-11-08 15:57:35, 364 ნახვა
ეკატერინე ტიკარაძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძე, ბათუმში,  ლეონიძის ქ. N4-ში ახალაშენებულ  კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

164 დევნილ ოჯახს ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინები სამინისტრომ გასულ წელს გადასცა.

დევნილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ.

მინისტრი ბათუმში, გ.ლეონიძის ქ. N15-11-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. 

დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics