04:35 - 22 Nov, 2019
2019-11-08 15:37:58, 470 ნახვა
დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, - ამ წარწერით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა და ამიტომ, ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. მოვუსმინეთ მე-20 მოსამართლეს.  გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში.  ორი თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. მიუხედავად ამისა, რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე. დღეს ამიტომ გავმართე პარლამენტში მშვენიერი ხინკალ ფართი“, - ამბობს რომან გოცირიძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics