03:23 - 22 Nov, 2019
2019-11-08 12:19:55, 780 ნახვა
ოხანაშვილი ვასაძესა და მის თანამოაზრეებზე: თუ ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება

„თუ ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია.

„კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული კომენტარი რაიმე სახის სამართლებრივ რეაგირებას, ამას წყვეტს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, სწორი არ იქნება. თუ კი ვინმე გაბედავს და კანონის ფარგლებს მიღმა გავა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს, რა თქმა უნდა, არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა თუ კი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, სადაც იქნება კანონის შესაბამისად ჩარევა და რეაგირება საჭირო. აქედან გამომდინარე შეფასება, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. თუ კი კანონის საფუძველზე იქნება ამის საჭიროება, რეაგირება მოხდება. ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ. განუხრელად შეხედულებებისა და დამოკიდებულებისა ამა თუ საკითხისადმი. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ პრემიერა დღეს, 8 ნოემბერს  კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics