14:49 - 18 Nov, 2019
2019-11-08 10:59:05, 811 ნახვა
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

ვიზიტის პირველ დღეს მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის კულტურული დიპლომატიის აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან", სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოაგდოებას.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრთან, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტთან ჰანს გერჰარდ პოტერინგთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან; ბუნდესტაგის დეპუტატთან, ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების საკითხებზე, დირკ ვიზესთან.

შეხვედრების მთავრი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.  

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინსტიტუციური, დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში განხორციელებული კონტრიბუციისთვის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics