14:49 - 18 Nov, 2019
2019-11-07 12:28:03, 809 ნახვა
აჭარა ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2019 უწევენ პოპულარიზაციას. გამოფენაზე, რომელსაც 5000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული პორტალების, სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ევრონიუსის, Tripadvisor- ის, Expedia-სა და BBC-ის წარმომადგენლებთან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წელს მეორედ ღებულობს მონაწილეობს. ოქტომბრის ბოლოს, რეგიონის სამთო-სათხილამურო ტურისტული პროდუქტები  The Telegraph Ski & Snowboard Festival-ზე იყო წარმოდგენილი. დეპარტამენტმა რეგიონი ორივე ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

ბრიტანეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ტელე და ონლაინ რეკლამის მეშვეობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.  გარდა ამისა, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში მოგზაურობის შესახებ საინტერესო ბლოგები ქვეყნდება სხვადასხვა პოპულარულ ბრიტანულ გამოცემაში. ბრიტანულ ბაზარზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით საიმიჯო პიარ-კამპანიები 2020 წლისთვისაც გაგრძელდება.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics