15:38 - 18 Nov, 2019
2019-11-07 11:02:53, 823 ნახვა
ფრიდონ ფუტკარაძე ჯაბნიძეების ბაღზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ჯაბნიძეებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მშენებლობაზე 272856 ლარამდე დაიხარჯება.

 მშენებლობაზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.

დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობივი.

დღეის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. უახლოეს დღეებში მათ რიცხვს კიდევ ორი ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაგა-ბაღები შეემატება.


 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics