14:48 - 18 Nov, 2019
2019-11-07 11:01:39, 816 ნახვა
გოგაძეებში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გოგაძეებში სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ- ფანჯარა, შეკეთდა და ნაწილობრივ შეიცვალა სახურავი, მოეწყო იატაკი, კიბის საფეხურები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის სახლთან არსებულ ფანჩატურს, სავალ ბილიკზე მოეწყო ბუნებრივი ფლეთილი ქვა.

სოფლის სახლში დაგეგმილია, სამედიცინო პუნქტი, რწმუნებულის წარმომადგენლის ოთახისა და თავშეყრის ადგილის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე 33 999 ლარამდე დაიხარჯება.

 პროექტზე, დარჩენილი სარეაბილიტაციო საუშაოები მომავალ წელს გაგრძელდება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა და შენობის სრული რეაბილიტაცია.

სამუშაოებზე დასაქმებულია 6 ადგილობრივი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ რამაზ ივანაძე ახორციელებს.

რეაბილიტაცია უტარდება სოფლის ცენტრში არსებულ ფანჩატურსაც.


 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics