09:35 - 15 Nov, 2019
2019-11-07 10:57:27, 799 ნახვა
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის თანამშრომლებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.

თათბირზე, გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები.

 შეხვედრაზე აქცენტი 7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტის „ერთი ხეობის ფოლკლორი - ჭვანა“ მომზადება - ჩატარების საკითხებზე გაკეთდა.

აღინიშნა, რომ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. მოეწყობა ეთნოგრაფიული გამოფენა და ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია.


 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია პარლამენტთან






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics