23:54 - 30 Mar, 2020
2019-11-06 17:31:48, 9052 ნახვა

High - Tech/
მეცნიერებმა ყველაზე მავნე პროდუქტად ხორცი დაასახელეს

მეცნიერებმა ყველაზე მავნე პროდუქტი 7-წლიანი კვლევების შედეგად გამოავლინეს. ამჯერად, საკვები პროდუქტები, არამხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე შედეგების მიხედვით, არამედ პლანეტაზე უარყოფითი ზეგავლენის შესაბამისადაც დაიყო.

ოქსფორდის უნივერსიტეტის და მინესოტას შტატის მეცნიერებმა ერთობლივი 7-წლიანი კვლევების შედეგი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს. ვერდიქტი არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ საქონლის ხორცის მოხმარება ე.წ ნაადრევი სიბერის გარდა, ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორიცაა: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები, ინსულტი, კუჭ-ნაწლავის სიმსივნეები და ა.შ. მეცნიერება ის ფაქტიც გაითვალისწინეს, რომ მესაქონლეობის ბიზნესი, კერძოდ კი, მსხვილფეხა საქონლის ფერმები, დიდ ზიანს აყენებენ პლანეტის ატმოსფეროს. ასეთი ობიექტებიდან დიდი რაოდენობით მძიმე გაზების გამოყოფა მიმდინარეობს, შემდეგ მავნე ნივთიერებები ატმოსფეროს გარკვეულ შრეებში გროვდება, რაც ოზონის შრის დაშლაში დიდ როლს თამაშობს.

მეტი სიზუსტისთვის, - საქონლის ფერმების მიერ გამოყოფილი მავნე გაზების რაოდენობა ატმოსფეროში სახიფათო 30 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მკვლევარების განმარტებით, სასაქონლო ფერმებში ცხოველების გამოკვებისთვის განკუთვნილი მინდვრები მიწის 35% იკავებს, რაზეც სასმელი წლის 70%-ამდე იხარჯება. ანუ, დასკვნაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა მესაქონლეობა, დედამიწაზე შიმშილის და სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემა თავისით აღმოიფხვრებოდა.

მეცნიერებმა აგრეთვე, დღემდე უცნობი კანონზომიერება დაადგინეს, რის მიხედვითაც, რაც მეტად სასარგებლოა პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით ნაკლები ძალისხმევაა საჭირო მისი წარმოების დროს. დავუშვათ, ისეთმა პროდუქტებმა, როგორიც გახლავთ სავსე მარცვლოვანი მარცვლეული, მცენარეული ზეთები, თხილი, კაკალი, ხილი, ბოსტნეული "მავნებლობის ინდექსით“ მხოლოდ 3-4 ქულა აიღეს, ხოლო საქონლის ხორცმა 15-ივე.

 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-03-30 21:08:33

მივხვდი,რომ ეს ის გვირგვინი არაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი-პრინცი ჩარლზი გამოჯანმრთელდა

2020-03-30 17:02:31

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

2020-03-30 15:17:03

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 812 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვით კი ქვეყანამ ჩინეთს გადაუსწრო

2020-03-30 14:36:03

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მათ საავადმყოფოში Covid19-ის დადასტურებული შემთხვევით არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს

2020-03-30 14:30:12

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კუმინგი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, თვითიზოლაციაშია

ვიდეო/LIVE

პარლამენტის ხდომა სადაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს - Live







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics