04:19 - 22 Nov, 2019
2019-11-05 17:35:28, 2847 ნახვა
ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გამოეყო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-20 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) იმართება, სადაც საქართველოს  საგამოფენო სივრცე გამოეყო.

აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,  დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებულია, როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 33 ქართული კომპანია, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 150-ზე მეტი ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია. პროფესიონალი შემსყიდველების სახით გამოფენაზე 400 000-ზე მეტი ვიზიტორის სტუმრობაა დაგეგმილი, თავად საგამოფენო სივრცე კი 270 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაში, საქართველოს უკვე მეორედ გამოეყო სივრცე. 2018 წელს, გამოფენა ძალიან მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა ქართული კომპანიებისთვის და ადგილზე დამყარებული ბიზნესკავშირების შედეგად, დაახლოებით 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან






ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება
გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics