07:11 - 21 Nov, 2019
2019-11-05 11:16:52, 2991 ნახვა
თავდაცვის მინისტრმა ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოინახულა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო.

„სწორედ, თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში - ეს არის თქვენი გმირობისა და თავგანწირვის, თქვენი თავდადების შედეგი! ამისთვის მე, როგორც მინისტრი და რიგითი ქართველი, ასევე მოქალაქე, გიხდით მადლობას. მადლობა თქვენ სამსახურისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის... 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არ გეგონოთ უბრალო სიტყვები, მე ამას ძალიან მალე ჩემი ქმედებითა და საქმით გაჩვენებთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებისთვის სიტყვით მიმართვისას.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო; შემდეგ კი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულებით დასრულდა.

(NS)

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics