14:49 - 18 Nov, 2019
2019-10-31 20:29:07, 3651 ნახვა
მეუფე პეტრე - მოდერნიზებული რუის-ურბნისის გარეშე საქართველო ვერ გადარჩება

„ვინც ამ საკითხში ჩემთან არ არის კომუნიკაციაში, მათაც შეუძლიათ გამოვიდნენ და ისაუბრონ დედა ეკლესიის გადასარჩენად“, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს „სოდომური ცოდვის მსხვერპლებზე“ საუბრისას განუცხადა.

როგორც მეუფემ განმარტა, დღეს მან საკუთარი თავგანწირვით ამ ადამიანებს მაგალითი მისცა.
 „მე მოწმეების ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებ, ეს მათი გადასაწყვეტია. საერთოდ ვინც ამ საკითხში ჩემთან არ არის კომუნიკაციაში, მათაც შეუძლიათ გამოვიდნენ და ისაუბრონ დედა ეკლესიის გადასარჩენად. მე მათ მაგალითი მივეცი საკუთარი თავგანწირვისა ერის გადასარჩენად. ვისაც უყვარს ერი და საქართველოს ეკლესია, ვისაც ესმის, რომ მოდერნიზებული რუის-ურბნისის გარეშე ვერ გადარჩება საქართველო და ვერ გამთლიანდება, ყველამ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
კითხვაზე, რატომ არ გააკეთა აქამდე ეს განცხადება, მეუფემ აღნიშნა, რომ სინოდის სხდომას ელოდებოდა.
„როდის ადრე? მე ველოდებოდი სინოდის სხდომას. ზაფხულში ჩემთან ჩამოვიდნენ პატრიარქის წარმომადგენლები, ორი მღვდელმთავარი ეს იყო ივნისის თვეში, როდესაც პირველი ღვთის სინოდი უნდა გამართულიყო და მე მათ პირდაპირ ვუთხარი, დავაბარე რომ მაქვს ეს პრეტენზია და სინოდზე შევხვდები მხოლოდ პატრიარქს. ველოდებოდი სინოდის დანიშვნას, დაინიშნა და ჩამოვედი. მათ ამის შესახებ აქამდეც იცოდნენ“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics