15:03 - 20 Feb, 2020
2019-10-31 11:27:15, 6755 ნახვა

მსოფლიო/
აშშ-ს კონგრესმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რეზოლუციის ავტორი, კონგრესმენი ალბიო სირეისი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს სამიტზე მონაწილეობის უფლება, მანამ, სანამ მისი ხელმძღვანელობა არ დაიწყებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

კონგრესმენის აზრით, რუსეთის მონაწილეობა სამიტზე დაუშვებელია აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის არალეგალური ოკუპაციის, შუა აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისა და ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევის გამო.

მოამზადა ლიკა ბესელიამ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა






რატომ დააცურეს გომელაური სახელისუფლებო კიბეებიდან - ოპოზიცია და მმართველი გუნდი შს მინისტრის ახალ თანამდებობას განსხვავებულად აფასებს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics