15:09 - 20 Feb, 2020
2019-10-28 13:54:25, 7683 ნახვა

Lifestyle/
Supernatural-ის ვარსკვლავი ჯარედ პადალეკი დააკავეს [ვიდეო]

ამერიკული სერიალის "ზებუნებრივის" (Supernatural) ვარსკვლავი ჯარედ პადალეკი, ოსტინის ახალი კლუბის გახსნაზე დააკავეს, - ამის შესახებ tmz იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პადალეკი საზოგადოებრივ ადგილში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისა და კაცზე თავდასხმისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, მსახიობს ჩხუბი ბარ Stereotype-ში მოუვიდა, სადაც მან ბარმენს დაარტყა ხელი. ინციდენტის შემდეგ, ის მეგობარმა გარეთ გაიყვანა და მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა პადალეკი მასაც ეჭიდავებოდა. 

გამოცემა წერს, რომ ადგილზე მისულ პოლიციას პადალეკიმ ფულის შეკვრა აჩვენა. პადალეკის გასათავისუფლბლად გირაო 15 000 დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გამოუშვეს თუ არა მსახიობი. 

გარდა ამისა, TMZ-ი იტყობინება, რომ შესაძლოა პადალეკი ხსენებული ბარის ინვესტორიც იყო და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მსახიობი Stereotype-ს სისტემატიურად სტუმრობს. 

ცნობისთვის, მსახიობს პოპულარობა CW-ის სერიალ "ზებუნებრივში" შესრულებულმა როლმა მოუტანა, სადაც ის სემ ვინჩესტერს თამაშობს. სერიალი ეკრანებზე უკვე 14 წელია გამოდის და მე-15 სეზონით სრულდება. 








ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. „მატროსოსვის“ ციხე დატოვა






რატომ დააცურეს გომელაური სახელისუფლებო კიბეებიდან - ოპოზიცია და მმართველი გუნდი შს მინისტრის ახალ თანამდებობას განსხვავებულად აფასებს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დეფიციტია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics