08:53 - 15 Nov, 2019
2019-10-28 12:05:32, 3085 ნახვა
Newsweek: „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

"ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს, - ამის შესახებ გამოცემა Newsweek იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით,  ანუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერობა აბდულა ქარდაშმა ითავა.

მედიის ცნობით, ალ-ბაღდადიმ ქარდაში წინამძღოლად ჯერ კიდევ აგვისტოში წარადგინდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამასთან, როგორც ირკვევა, ქარდაში სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი იყო. ქარდაში ერაყის ქალაქ ტალ-აფარში დაიბადა და 2003 წელს ამერიკელ სამხედროებს ალ-ბაღდადისთან ერთად ბუქას ციხეში ჰყავდა დატყვევებული, სადაც მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე გახდა.

Newsweek-ი იტყობინება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის თანამდებობა სიმბოლური გახდა, ვინაიდან, ალ-ბაღდადი ოპერაციებში თავად არ მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია პარლამენტთან






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics