16:26 - 18 Nov, 2019
2019-10-28 11:55:31, 3420 ნახვა
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ევაკუირებულია 180 000 ადამიანი

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე დასახლებებიდან 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 

მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე 12 ათას ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

BBC იტყობინება, რომ ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი მაღალი ძაბვის გადამცემ ანძაზე მომხდარი ავარიის გამო გაჩნდა.

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics