16:09 - 18 Nov, 2019
2019-10-24 15:27:47, 3728 ნახვა
„მონანიება“, „ ხანუმა“ და კიდევ 15 ქართული ფილმი 90 წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება

17 ქართული ფილმი რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან ქართულ მემკვიდრეობას უბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მათ შორისაა ფილმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა: მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი "მათი სამეფო", რომელიც, ასევე, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს.

ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული. 

აღნიშნული ფილმები  1926 წლიდან 1930 წ-მდე პერიოდშია გადაღებული, სიძველის გამო ფილმების საწყისი მასალები სავალალო მდგომარეობაშია და სწორედ ეს იქცა პრიორიტეტად ფილმების შერჩევისას. გასული საუკუნის 20-იანი წლებში დაახლოებით 200-მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმია  შექმნილი, რუსეთის ფილმსაცავში კი მხოლოდ 54 ფილმი ინახება,  რომელთა ნაწილი უკვე ჩამოტანილია.ყველა ფილმი „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შეიქმნა (1938 წლიდან „თბილისის კინოსტუდია, 1953 წლიდან „ქართული ფილმი“). 

ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება, პრიორიტეტი კვლავ 20 -იანი წლების ქართული ფილმები იქნება და აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ამ პერიოდის ქართული კინომემკვიდრეობა სამშობლოში სრულად დაბრუნდება.

ამ ეტაპზე კი შემდეგი 17 ფილმი ჩამოვა საქართველოში:

• „მათი სამეფო“  (1928) - რეჟისორები მ.კალატოზიშვილი, ნ.ღოღობერიძე;

• „ხანუმა“ (1926); „ორი მონადირე“ (1927);  „ჯანყი გურიაში“ (1928) - რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა; 

• „გოგი რატიანი“ (1927); „კრაზანა“ (1928); „კომუნარის ჩიბუხი“ - რეჟისორი  კოტე მარჯანიშვილი;

• „ბელა“ (1927) - რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი;

• „გიული“ (1927) - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია;

• „იბრაჰიმი და გოდერძი“ („პირველი და უკანასკნელი“ – 1927); „ღრუბელთა თავშესაფარი“ („ცხოვრებასთან შეხვედრა“ – 1928) - რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი;

• „ნორჩი მფრინავი“  (1928) - რეჟისორი ნიკოლოზ კახიძე;  

• „ქალი ბაზრობიდან“ (1928) - რეჟისორი  გიორგი მაკაროვი;

• „ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (1928) - რეჟისორი მიხეილ გელოვანი; 

• „ჩემი ბებია“  (1928 -ძველი ვერსია) - რეჟისორი კოტე მიქაბერიძი;

• „საბა“ (1929) - რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი; 

• „მონანიება“ (1986) - რეჟისორი თენგიზ აბულაძე; 

აღსანიშნავია, რომ  „მონანიების“  ჩვენებას 2 წელია ითხოვს კანის კინოფესტივალი სექციაში Cannes Classics, თუმდა საქართველოში არსებული ასლის დაბალი ხარისხის გამო, მისი ჩვენება აქამდე ვერ ხერხდებოდა. „გოსფილმოფონდი“ მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების ხუთეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics