16:25 - 18 Nov, 2019
2019-10-20 01:28:26, 9376 ნახვა
დადიანების შთამომავალი ალექს დადიანი ავსტრალიელი პოლიტიკოსი - პარლმენტარი და ღია გეი

ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და ნინო ბაგრატიონ-დადიანის მეფე ერეკლე მეორის შვილიშვილის პირდაპირი შთამომავალი ალექს გრინვიჩ - დადიანი ავსტრალიის პარლამენტის წევრია და ცნობილია როგორც ურბანულ გარემოზე მზრუნველი პოლიტიკოსი.

ცოტამ თუ იცის, რომ ავსტრალიელი პოლიტიკოსი, ავსტრალიაში საქართველოს ყოფილი გენერალური  კონსულის  ვიქტორ დადიანის შვილია.  ვიქტორ დადიანი დადიანების შთამომავალია.  ამჟამად ცხოვრობს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. არის ავსტრალიის რაგბის კავშირის თავმჯდომარე, დადიანთა საგვარეული სახლის საპატიო წევრი, იყო საქართველოს კონსული ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. გამოირჩევა ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული გულშემატკივრობით, ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს ქართველების მხარდასაჭერად.

 

ვიქტორ დადიანი

მისი წინაპრის ნინო

ბაგრატიონ დადიანის პორტრეტთან რომელიც აქუციონზე იყიდა და საქართველოს აჩუქა

 

 

 

 

საქართველოდან რუსულ ტირანიას გაქცეულმა დადიანებმა თავი ახალ  ზელანდიას შეაფარეს.  ვიქტორ დადიანის დედამ, საბჭოთა ტოტალიტარიზმის შიშით, შვილი მის გვარზე, გრინვიჩზე გადაიყვანა.  მოგვინებით ვიქტორ დადიანმა გვარი ისევ აღიდგინა.

თავად ალექს გრინვიჩ დადიანი 1980 წელს  უელინგტონში ახალი ზელანდიის დედაქალაქში დაიბადა.  პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა პოლიტიკოსი სიდნეის დამოუკიდებელი მერის ლორდ კლოვერ მურის გარემოცვაში მოხდა და სიდნეის საკრებულოში იქნა არჩეული. 2012 წელსვე წარმოშვებით ქართველი დიდგვაროვანი, ავსტრალიის პარლამენტში ახალ უელსიდან (სიდნეი) მოხვდა, სადაც დამაჯერებლად მოუგო მის მოწინააღმდეგე შეინ მალარდს. 

 

 

 

მეუღლესთან  

ვიქტორ

ჰოელდთან ერთად

 

 

 

 

 

 

ალექს გრინვიჩ დადიანი ერთ-ერთი ღია გეია ავსტრალიის პარლამენტში, რომელიც იბრძოდა ქორწინების თანასწორობისთვის.  2017 წლის 6 დეკემბერს,  დადინის და მისი მომხრების ძალისხმევით, ავსტრალიამ ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. შესაბამის კანონს  ქვეყნის პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. 150 კანონმდებლიდან ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა. ქორწინების დეფინიცია შეიცვალა და არის არა „ქალისა და მამაკაცის“, არამედ „ორი ადამიანის კავშირი“.

2014 წელს გამოცემ OK - მ ალექს გრინვიჩ-დადიანი მსოფლიოს სექსუალურ პოლიტიკოსების 5-ეულში შეიყვანა, მაშინ პირველი ადგილი კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიდომ დაიკავა.  ამავე წლიდან იგი ქორწინებაში მისი მეუღლე გერმანელი ვიქტორ ჰოელდი გახლავთ.

ავსტრალიელი პოლიტიკოსი ამჟამად ათენში იმყოფება სიდნეი, ავსტრალია 2023 წელს მსოფლიო პრაიდის ჩასატარებლად იბრძვის და ალექსი ავსტრალიის მთავრობის მანდატით საბერძნეთის დედაქალაქში იმყოფება სადაც თბილისი პრაიდის წარმომადგენელს გიორგი თაბაგარსაც შეხვდა.

„როგორც ღია გეი, პარლამენტის წევრი ქართული წარმომვლობით, მოუთმენლად ველოდები, როგორ შეიძლება დავეხმარო საქართველოში ლგბტ მოძრაობას.  - დაწერა ალექს გრინვიჩ დადიანმა ტვიტერზე.

ლგბტ უფლებადამცველი და თბილისი პრაიდის ერთ-ერთო ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ალექს დადიანი მომავალ წელს საქართველოშიც ფიქრობს ჩამოსვლას.

 

 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ერთად ერთის წინააღმდეგ- საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე -პირდაპირი






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics