08:40 - 09 Dec, 2019
2019-10-16 14:57:59, 6018 ნახვა

Lifestyle/
ფეხსაცმელი, როგორც ლოზუნგი-საუკეთესო კეტები მამაკაცებისთვის (GQ გვირჩევს)

გარეთ 2019 წელია, მაგრამ მოდაშია 80-იანების გადააზრებული "პანკ"სტილი, თუ ეს ჯერ არ იცით, ბოლო დროის მოდის კვირეულების და წამყვანი ბრენდების prêt-à-porter ჩვენებებს უნდა უყუროთ.

ის, რომ მოდა ციკლურია და "ბრუნავს" ალბათ ყველამ იცის, მაგრამ ის ასეთი ქაოტური და გამომწვევი როგორც დღეს , მხოლოდ 80-ის დასაწყისში თუ იყო. ამ ფერთა და ტექსტილთა ქაოსში წვლილი ქართული წარმოშობის დიზაინერს და მოდის სახლ Balenciaga-ს არტ-დიზაინერს დემნა გვაზალიასაც მიუძღვის. 
ტანსაცმელზე მეტად ფეხსაცმელი დააფასეო-შეიძლება ავხსნათ ის "ტრენდი", რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. GQ-ს ბრიტანულმა გამოცემამ დაასკვნა, რომ საშუალოსტატისტიკური ბრიტანელი მამაკაცი (18-40 წლ) ფეხსაცმელზე 15% მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ტანსაცმელზე. გამაოგნებელია ამ გამოკითხვის ის ვითარებაც, რომ ბრიტანელი მანდილოსნები მამაკაცებთან შედარებით  ზამთრის ფეხსაცმელში 24% ნაკლებ თანხას იხდიან. 
ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი ამბობდა-"მამაკაცის ფეხსაცმელი ქალის ჩანთას უდრისო" და მართალიც იყო, რადგან ფასით ისინი დიდათ არ განსხვავდება, მაგრამ თანამედროვე ადამიანის ჩაცმულობაში ორივეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 
GQ-თანამედროვე სპორტული ფეხსაცმლის მრამდენიმე გამორჩეული წარმომადგენელი შეკრიბა, რათა გავიგოთ რა იქნება მოდაში ამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში:


Christian Louboutin Aurelien trainers (£1,010)-ფეხსაცმელი, რომელიც ნებისმიერ გარდერობს გამოაცოცხლებს-თეთრი,შინდისფერი, ლურჯი,სტაფილოსფერი სინტეტიკური ნაჭერი "Crazy Patchwork"-ის სტილში შესრულებული დიზაინით. 


Palm Angels trainers ( £265)-მჟავისფერი მწვანე და წითელი რეზინა, როგორც რადიაქტიული ნივთიერება ისე შეასხეს კლასიკურ თეთრ კეტებს-ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება ახალგაზრდებისთვის.

Rick Owens x Veja trainers ( £230)-კლასიკური სარბენი კეტი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროსაც გარგად გამოიყურებოდეს


Balenciaga Track 2 Open trainers (£595)-ეს ის არის, რაც პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ძალიან დაგჭირდებათ, რადგანაც ამ კეტით ყველგან გაივლით. თუ გაქვთ ზედმეტი 595 ფუნტი და ფიქრობთ რა შეუხამოთ კლასიკურ კოსტუმს-ეს მშვენიერი არჩევანია.


Moncler Genius Hiroshi Fujiwara trainers (£429)-კლასიკა როგორც ასეთი-თეთრი და შავი მინიმალიზმი Moncler-ისგან თუ საბაზო თეთრი კეტი გჭირდებათ.

Converse All Star Hi 70s trainers (£74.99)-და ისევ "Crazy Patchwork"! სკოლაში, უნივერსიტეტში და საცეკვაო მოედანზე-Converse ყოველთვის ტრენდშია!


Dolce & Gabbana Portofino trainers (£675)-ძალიან ძვირი თეთრი კეტი, რომელსაც Dolce & Gabbana - მ თავისი საფირმო ლოგო და წარწერა "LOVE" განათავსეს... ამ ფასისთვის არც თუ ისე კარგი არჩევანია.


Ami Basket Basse trainers (£375)-ტყავი, სირბილე, თეთრი, დაბალი ხალხისთვის-ხო სწორედ რომ ხალხისთვის იმიტომ, რომ ეს ფეხსაცმელი დღეს ასე პოპულარულ სტიკერს-"UNISEX"-ს ატარებს.

CQP Fog Grey Atlon trainers (£330)-კიდევ ერთი უნივერსალური გადაწყვეტა მათთვის, ვისაც წვიმაში სიარული გიყვართ-მაღალი რბილი პლატფორმა, ზამში და ტყავი, რომელიც წყალს არ იკარებს.

Converse Chuck Taylor All Star (£60)-დღევანდელი ტოპ-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი. ულამაზედი Street Art-ის სტილში გაფორმებული ყველასთვის ასე ნაცნობი Converse


Louis Vuitton Trocadéro Slip-Ons (£550) - არც თუ ისე პრაქტიკული ფეხსაცმელი, რომელიც Louis Vuitton 2019 წელს ჩოგბურთის მოტივებზე დაყრდნობით წარმოგვიდგინა.


Lacoste trainers (£85)-ყოველთვის პრაქტიკული და ხარისხიანი ალიგატორი, როველიც სხვაში არასოდეს აგვერევა.

Michael Kors Ethan Scuba Trainer (£175)კიდევ ერთი პანკ "უნისექსი" სკანდალური მაიკლ კორსისგან

Air Jordan 8 Retro (£165)-რომ ყოფილიყავით მოზარდი 80-იანებში ამერიკაში ალბათ ამ ფეხსაცმლისთვის სულს გაყიდიდით.




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics